17:35 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 19:12:01, 688 ნახვა

სხვადასხვა
თბილისის მერიასა და „შავი ზღვის უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიასა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის (IBSU) ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და უნივერსიტეტის რექტორმა  ილიას ჩილოღლუმ მოაწერეს.

ურთიერთანამშრომლობის მიზანია, მერიის მხარდაჭერით, სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელდეს საგანმანათლებლო პროგრამების - საჯარო ადმინისტრირებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო   პროგრამების პრაქტიკული მოდული.  

ორმხრივი შეთანხმება ითვალისწინებს IBSU-ს სოციალური მიმართულების სტუდენტების პრაქტიკის ხელშეწყობას  მერიის საქალაქო სამსახურებსა და მის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში,  ასევე, რაიონულ გამგეობებში. ერთობლივად დაიგეგმება და განხორციელდება ღონისძიებები სტუდენტების საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარებისათვის. თავის მხრივ, უმაღლესი სასწავლებელი მერიის თანამშრომლებს  თურქული ენის სასერტიფიკატო კურსების გავლას უსასყიდლოდ, სხვა ენების სასერტიფიკატო კურსების გავლას კი შეღავათიანი პირობებით შესთავაზებს. ასევე,  მერიის მასშტაბურ ღონისძიებებს უზრუნველყოფს საკონფერენციო დარბაზითა და სხვა ტექნიკური აღჭურვილობით. 

„მემორანდუმის გაფორმების შემდეგ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები შეძლებენ ჩაერთონ ჩვენი სტაჟირების პროგრამაში, რომლის პირველი ეტაპიც ახლა დასრულდა და მალე მეორე ეტაპს გამოვაცხადებთ. ისინი შეავსებენ განაცხადს და ჩაერთვებიან ამ პროგრამაში. გარდა ამისა, სტუდენტებისთვის ჩავატარებთ საგანმანათლებლო ლექციებს. მინდა აღვნიშნო, რომ მათთვის საინტერესოა მერიის სისტემა. განსაკუთრებით,  საჯარო ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტებისათვის“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics