2026-03-22 11:22:19, 1676 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორის პატივსაცემად, სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძრამდე კორიდორია მოწყობილი
სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძრამდე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის პატივსაცემად, კორიდორია მოწყობილი.
თავდაცვის ძალები დროშებით დგანან.
ტაძარში, სადაც საქართველოს 8 პატრიარქია დასვენებული, უკვე გაჭრილია სამარხი ახლადშესვენებული ქვეყნის სულიერი ლიდერისთვის. ილია მეორეს ამბიონთან, საკურთხევლის გასწვრივ დაკრძალავენ.
ილია მეორეს დღეს დაკრძალავენ. პატრიარქს სამების ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობა დაიწყება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,