20:59 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-23 14:25:49, 6853 ნახვა

კომენტარი
კალაძე: საქართველო საუკეთესო მაგალითი შეიძლება იყოს, თუ როგორ ცრუობს ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი

“როცა საქმე ევროკავშირის ქვეყნებს ეხება, განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ, ჩვენთან მიმართებაში კი არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ”, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს ფაქტს, რომ დღეს ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე იმსჯელებენ, თბილისის მერის თქმით, მათთვის საქართველო შეიძლება საუკეთესო მაგალითი იყოს, თუ როგორ ცრუობენ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში.

“როდესაც საქმე ეხება სიცრუეს, შეიძლება საქართველო მათთვის საუკეთესო და საჩვენებელი მაგალითი იყოს, თუ როგორ ცრუობს ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი და ავრცელებს არასწორ ინფორმაციას ჩვენთან მიმართებაში. როცა საქმე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეხება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. ზოგადად ორმაგი სტანდარტები ძალიან ცუდია.

ჩვენ საზოგადოებას დავანახეთ, თუ როგორი მიდგომებია, როგორი არასამართლიანი დამოკიდებულებაა საქართველოსთან მიმართებაში. თუნდაც ე.წ. გამჭვირვალობის კანონი რომ ავიღოთ. ისინი მოგვიწოდებდნენ არ მიიღოთო, შემდეგ კი თავად იღებენ გადაწყვეტილებებს მსგავსი შინაარსის მქონე კანონების მიღებასთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესები უნდა დავიცვათ”, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
12-13 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევი ბიზნესცენტრში მიიღო
მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციები დამალეს და აღარ იძებნება
27-ე ბიბლიოთეკა გორის N3 საჯარო სკოლაში გაიხსნა - BOG, განათლების მთავარი მხარდამჭერი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics