12:05 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-12 12:07:08, 5244 ნახვა

კომენტარი
გვარამია ოპოზიციაზე - ერთად უნდა ვმუშაობდეთ და ერთად უნდა მოვიტანოთ შედეგი

ერთად უნდა ვმუშაობდეთ და ერთად უნდა მოვიტანოთ შედეგი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ოპოზიციის ერთიანობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ოპოზიციის მოქმედების პლატფორმა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია სიტყვების შინაარსი ყველაზე მეტად. მე ვიცი ერთი რამ- ერთად უნდა გვხედავდნენ, ერთად უნდა ვმუშაობდეთ და ერთად უნდა მოვიტანოთ ეს შედეგი იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია. ამ ყბადაღებულ სიტყვა „ერთობას“ არ გამოვიყენებ, მე არ ვიცი, ამის უკან, ვინ, როგორ, რას მოიაზრებს, ყველა სხვადასხვა რამეს, ერთ პოლიტიკურ სუბიექტს, სალაპარაკო პლატფორმას თუ ასე შემდეგ. ჩემთვის მნიშვნელოვანია მოქმედების პლატფორმა როგორია“,- განაცხადა გვარამიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics