03:53 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-31 15:33:13, 761 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკი საუკეთესო AI ბანკია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესის მიმართულებით - Global Finance

Global Finance-ის პირველ დაჯილდოებაზე AI In Finance Awards, რომელიც ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის როლს აღიარებს, საქართველოს ბანკმა ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის – ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესის მიმართულებით საუკეთესო AI ბანკის ტიტული მოიპოვა.

დაჯილდოება მსოფლიოს მასშტაბით აღიარებს იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს საბანკო საქმიანობის ტრანსფორმაციისა და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით წარმატებით იყენებენ.

საქართველოს ბანკმა კიდევ სამ ნომინაციაში გაიმარჯვა, ესენია:

  1. საუკეთესო პრემიუმ საბანკო მომსახურება ბიზნესისთვის;
  2. საუკეთესო პრემიუმ საბანკო მომსახურება სამომხმარებლო მიმართულებით;
  3. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სამომხმარებლო მიმართულებით საუკეთესო AI ბანკი.

“Global Finance სიამაყით აცხადებს AI In Finance-ის პირველი დაჯილდოების გამარჯვებულებს. ხელოვნური ინტელექტი ფინანსურ სფეროში ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თუმცა მისი როლი გარდამტეხია და მომავალში ინდუსტრიას ძირეულად შეცვლის” – განაცხადა ჯოზეფ დ. ჯიარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა.

„ეს აღიარება ადასტურებს, რომ საქართველოს ბანკი წარმატებით იყენებს ხელოვნურ ინტელექტს ბიზნესისა გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ჩვენთვის ეს ტექნოლოგია მხოლოდ ინსტრუმენტი არაა, არამედ  გზა, რომლითაც თითოეულ მომხმარებელს უფრო სწრაფ და პერსონალიზებულ სერვისს ვთავაზობთ,“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების გამარჯვებულები შეირჩნენ CGI-ის ექსპერტთა ჟიურის მიერ, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება Global Finance-ის რედაქციამ მიიღო.

ამასთანავე, Global Finance-მა მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 26-ე დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად, ჯამში კი 6 ნომინაციაში გამარჯვებულად დაასახელა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics