|
2025-06-19 12:06:46, 882 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკი ფინტექის მიმართულებით ქვეყანაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ბანკად დასახელდა
ფინტექი საქართველოს ბანკისთვის ტექნოლოგიური პროგრესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია — სფერო, რომელიც სამომხმარებლო გამოცდილებასა და ციფრულ ეკონომიკას ცვლის. სწორედ ამ მიმართულებით მიღწეული შედეგებისთვის, Global Finance-მა პირველი AI in Finance Awards 2025-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკი ფინტექის ქვეკატეგორიაში როგორც ქვეყნის, ისე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესო ბანკად დაასახელა. საერთაშორისო გამოცემა ამ დაჯილდოების პროგრამას ახორციელებს CGI-სთან — გლობალურ IT და საკონსულტაციო ფირმასთან პარტნიორობით, რომელიც AI-ის პასუხისმგებლიან დანერგვაშია სპეციალიზებული. „საქართველოს ბანკისთვის საამაყოა, რომ ვართ ტექნოლოგიური ცვლილებების სათავეში და პრიორიტეტულია, შევქმნათ პროდუქტები, რომლებიც ბიზნესს საქმიანობის განვითარებაში დაეხმარება. ეს ჯილდო კი ჩვენთვის არის არა მხოლოდ საერთაშორისო აღიარება, არამედ პასუხისმგებლობა, გავაგრძელოთ ფინტექ ტრანსფორმაციის პროცესში წამყვანი როლის შესრულება“, — აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. საქართველოს ბანკმა AI in Finance Awards-ის ფარგლებში, კორპორაციული მიმართულებით, ჯილდო შემდეგ ქვეკატეგორიებში მოიპოვა: • ფინტექის ქვეკატეგორია — საუკეთესო ბანკი ქვეყნის მასშტაბით (საქართველო);
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)