02:56 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-07 16:39:27, 793 ნახვა

ეკონომიკა
გალტ & თაგარტის გუნდის წევრები ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობენ

საქართველოში წამყვანი საინვესტიციო ბანკის, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი, გიორგი კუპრაშვილი, დირექტორის მოადგილე, ქეთევან თოიძე და კაპიტალის ბაზრების სამსახურის უფროსი, ვანო კიკვილაშვილი აზიის განვითარების ბანკის მიერ გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაში  იღებენ მონაწილეობას. აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 58-ე ყოველწლიური შეხვედრა 4-7 მაისს, მილანში იმართება. ღონისძიება მასპინძლობს მსოფლიოს მასშტაბით წამყვან ფინანსურ ორგანიზაციებს, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, საინვესტიციო ბანკირებს, ეკონომისტებს და ა.შ.

გალტ & თაგარტის გუნდის წევრები მაღალი დონის შეხვედრებს, პანელურ დისკუსიებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს ესწრებიან, სადაც შესაძლებლობა აქვთ, საერთაშორისო პარტნიორებთან და წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთონ დისკუსიებსა და ნეთვორქინგ სესიებში.

„გალტ & თაგარტის მონაწილეობა აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის ღონისძიებაში ხაზს უსვამს ჩვენს ძალისხმევას, დავამყაროთ ძლიერი საერთაშორისო კავშირები და გავამტკიცოთ ჩვენი, როგორც წამყვანი საინვესტიციო ბანკის პოზიციები რეგიონში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, საერთაშორისო პარტნიორებს გალტ & თაგარტის მრავალწლიანი გამოცდილება და პრაქტიკა გავუზიაროთ“, — აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.

„აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ ტენდენციებზე, ფინანსურ თუ საინვესტიციო საკითხებზე დიალოგისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ღონისძიებაზე შესაძლებლობა გვაქვს, კიდევ უფრო გავაღრმაოთ კავშირები საერთაშორისო ინსტიტუტებთან. ამასთანავე, მივიღოთ ინფორმაცია ინდუსტრიის პრიორიტეტებსა და დინამიკაზე“, — აცხადებს ქეთევან თოიძე, გალტ & თაგარტის დირექტორის მოადგილე.

ცნობისთვის, აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრა ორგანიზაციის პარტნიორ ქვეყნებსა და ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს, ურთიერთობები გააძლიერონ მთავრობებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics