2020-03-23 11:03:31, 4118 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - გუშინ კვლევა ჩაუტარდა 12 პაციენტს და 12-ვე პასუხი უარყოფითი იყო, დილის მონაცემებით, კვლევა კიდევ 6 პაციენტს ჩაუტარდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ კვლევა ჩაუტარდა 12 პაციენტს და 12-ვე პასუხი უარყოფითი იყო.
როგორც მან აღნიშნა, დღეს დილისთვის კვლევა 6 პაციენტს უნდა ჩაუტარდეს.
„გუშინ ორ ეტაპად ჩატარდა 12 პაციენტზე კვლევა და 12-ვე პაციენტის პასუხი უარყოფითი იყო. დღეს დილისთვის ჯერჯერობით 6 პაციენტზე უნდა ჩატარდეს კვლევა, თუ ნაცხის აღების პროცესში არ მოხდა პაციენტების შემომატება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,