03:53 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 11:17:46, 585 ნახვა

სამართალი
არასამთავრობო ორგანიზაციები ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)“, „იდენტობა“ და „ლიბერალური აკადემია - თბილისი“ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და  პროკურატურას საქმის  დაუყოვნებლივ და ობიექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

"იური ვაზაგაშვილი დღეს,  შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვნეს. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

იური ვაზაგაშვილი წლების მანძილზე ითხოვდა 2006 წელს, სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული  შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას,  რომელიც ამ დრომდე არ არის დასრულებული.
არასამთავრობო ორგანიზაციები ვითხოვთ, პროკურატურამ დაუყოვნებლივ და ობიექტურად გამოიძიოს იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმე.  

მიგვაჩნია, რომ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე  სამართალდამცავმა ორგანოებმა საზოგადოებას ასევე უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა ახლა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება.

იმედს გამოვთქვამთ, რომ იური ვაზაგაშვილის და ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეები დროულად და ეფექტურად იქნება გამოძიებული.

არასამთავრობო ორგანიზაციები ვუსამძიმრებთ დაღუპული იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს",-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics