14:17 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 16:19:24, 521 ნახვა

სამხედრო
შინდისის ბრძოლის გმირების სახელზე ნერგები დაირგა

საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს, თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გოჩა რატიანმა შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ შინდისში, მემორიალთან, დაღუპული გმირების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.

გმირების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, გორისა და სამთავისის ეპარქიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ატენისა და გორის მიტროპოლიტმა მეფე ანდრიამ გმირულად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მემორიალთან გმირების სახელზე კვიპაროსის 17 ნერგი დარგეს. ასევე დაირგო სხვადასხვა ჯიშის დეკორატიული მცენარეებიც, რომლებიც თბილისის ბოტანიკურმა ბაღმა თავდაცვის უწყებას უსასყიდლოდ გადასცა.

შინდისში 2008 წლის 11 აგვისტოს II ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტაკების დროს გმირულად დაიღუპა. საბრძოლო შეტაკების ადგილას გმირთა მემორიალია აღმართული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics