14:10 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-12 13:43:41, 387 ნახვა

საზოგადოება
ნარმანია: ელბაქიძის აღმართზე გზის სავალი ნაწილის ჩანგრევა, კომუნიკაციების გაუმართაობით და უყურადღებობითაა გამოწვეული

„ელბაქიძის აღმართზე გზის სავალი ნაწილის ჩანგრევა, კომუნიკაციების გაუმართაობით და უყურადღებობითაა გამოწვეული“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნარმანიას თქმით, გზის აღდგენითი სამუშაოები დღეს დაიწყება.

„ჯერჯერობით ვიზუალური დათვალიერებით, რაც ჩანს არის ის, რომ კომუნიკაციების გაუმართაობით და უყურადღებობით არის გამოწვეული. მნიშვნელოვანია ის, რომ სამუშაოები დღესვე დაიწყება. ჩვენი სამსახურები მობილიზებულია იმისათვის, რომ გაწმენდა დავიწყოთ და გზა 2-3 თვე მთლიანად უნდა ჩავკეტოთ. საჭირო გახდება კედლის მშენებლობა, რათა გზა აღდგეს ჩვენ გვინდა, რომ მიზეზი შესაბამისმა სამსახურებმა გამოიძიონ და დაადგინონ, რათა თუ ვინმეს პასუხისმგებლობა არის ამის შემდეგ გავრცელდეს“, - განაცხადა ნარმანიამ.

წინასწარი ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილის ჩანგრევა, გზის ქვეშ წყლის უხმა რაოდენობამ გამოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics