2015-01-10 11:51:26, 1041 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთს დახმარება შესთავაზა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საფრანგეთს დახმარება შესთავაზა.
ამის შესახებ პრემიერმა საფრანგეთში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, საგანგებო სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი მზად არის საფრანგეთს ყველა ტიპის დახმარება გაუწიოს.
შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, 7 იანვარს, სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან