14:20 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-18 14:15:39, 5108 ნახვა

High - Tech
Роскосмос-ის დასასრული:SpaceX Crew Dragon-იაფი და ხარისხიანი ალტერნატივა

3 მარტს  SpaceX Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს წარმატებით "მიუერთდა".  აღსანიშნავია, რომ Crew Dragon-ის ორბიტაზე გაყვანა მთლიანად ავტომატიზირებული გზით მოხდა, ჰომალდზე მხოლოდ "ჭკვიანი" მანეკენი  სახელად რიპლი იმყოფებოდა. მანეკენს ძალზედ მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია-სენსორები, რომლითაც მისი "სხეულის" თითქმის 90%არის დაფარული , SpaceX-ში ყველა მაჩვენებელს აგზავნის, ამის შემდეგ იგივე ტემპერატურული თუ წნევითი ცვლილებების მოდელირება დედამიწაზე, ხელოვნურ პირობებში ცოცხალ ასტრონავტზე ხდრბა, რის შედეგადაც ამომწურავად იქნება გამოკვლეული, თუ რამდენად უსაფრთხოა Crew Dragon-ით ასტრონავტების ორბიტაზე გადაყვანა.

კონკურენცია
სკს (საერთაშორისო კოსმოსური სტანცია) - თან Crew Dragon-ის წარმატებული მიერთება ნიშნავს იმას, რომ "როსკოსმოსის" ეკიპაჟების სტანციაზე გადაყვანის მონოპოლია ძალიან მალე დამთავრდება. თუ ახალი ამერიკული ჰომალდი  ყველა შესაბამის გამოკვლევას წარმატებით გაივლის და სკს-ზე კოსმონავტების უსაფრთხოდ გადაყვანას უზრუნველყოფს, NASA-სთვის ის ბევრად უფრო მომგებიან პარტნიორად მოევლინება, ვიდრე "როსკოსმოსი", რადგანაც SpaceX ერთი მგზავრის გადაყვანას 20 მილიონ დოლარად განახორციელებს და არა 81 მილიონს, როგორც ამას "როსკოსმოსი" აკეთებს. ამასთან Crew Dragon-ს ერთდროულად 8 ადამიანის (ან 4 ადამიანის და მძიმე ტვირთის) გადაყვანა შეუძლია, როცა რუსული «Союз» მხოლოდ 2 ასტრონავტის გადაყვანას ახერხებს. 
მაგრამ SpaceX NASA-ს ამ ფასის განახევრებას იმ შემთხვევაში პირდება, თუ Crew Dragon-ის ზედიზედ რამდენიმეჯერ გაშვებას შეძლებს. 

ალტერნატივები
აღსანიშნავია, რომ SpaceX ერთადერთი ამერიკული კომპანია არ არის, ვისაც სკს-ზე ეკიპაჟების გადაყვანა შეუძლია. ძალიან მალე, 2019 წლის აპრილში იგივე ტრაექტორიით განხორციელებას ამერიკული Boeing CST-100 Starliner შეეცდება. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს? ანუ ორი კერძო ამერიკული კომპანია ერთმანეთში გაიყოფენ იმ თანხებს, რასაც NASA აქამდე "როსკოსმოსის" მომსახურებაში ხარჯავდა. ამის შედეგად სპეციელისტები რუსული კომპანიის საერთაშორისო ბაზრიდან გაქრობას პროგნოზირებენ. სიტყვაზე 2 თვის წინ "როსკოსმოსმა" კოსმოსური ტურიზმის კამპანიის განხორციელება დაანონსა. ამ ინიციატივამ შესაბამის წრეებში საკმაოდ კურიოზული რეაქცია გამოიწვია, რადგანაც  ერთ ფრენაში 40 მილიონი რუბლის (62 000$) გადახდას ცოტა თუ დათანხმდება.

შედეგი
«КоммерсантЪ» წერს, რომ «Космокурс»ის დირექტორის პავლე პუშკინის ვარაუდით ამ ფონზე "როსკოსმოსი" წელიწადში ნახევარ მილიარდ დოლარს დაკარგავს, რაც კომპანიის ისედაც დაბალ ბიუჯეტზე ფატალურად აისახება:"თუ "РКК Энергия»-ს ბიუჯეტს შევხედავთ, ეს სიახლე მათ ისედაც შეკვეცილ შემოსავლებზე  სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს"
კონკურენცია როგორც ყველამ ვიცით პროგრესის წინაპირობაა, მაგრამ ეს როგორც ჩანს სპონსორების გარეშე დარჩენილ "როსკოსმოსს" აღარ ეხება.

 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics