15:49 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-04 15:04:40, 776 ნახვა

პოლიტიკა
სებ BMG-ს: თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მომართვა შემოვა, განვიხილავთ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა BMG-ს უთხრა, რომ თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მიმართვა შევა, განაცხადს კანონით დადგენილ ვადებში განიხილავენ.

BMG-მ სებ-ს ჰკითხა: "შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით - ვგულისხმობთ დიდი ბრიტანეთის მიერ იმედის ჰოლდინგის დასანქცირებას, რატომაც როგორც „ტელეიმედში“ აცხადებენ, არ სურთ რომელიმე ბანკი რისკის ქვეშ აღმოჩნდეს და აპირებენ შექმნან საკუთარი ბანკი, გასცემს თუ არა სებ-ი საბანკო ლიცენზიას?", რაზეც უპასუხეს:

"ლიცენზირების პროცესი ეროვნულ ბანკში სალიცენზიო განაცხადის წარდგენით იწყება. იმ შემთხვევაში თუ ეროვნულ ბანკში შემოვა სრულყოფილი წერილობითი მომართვა ახალი ბანკის დაფუძნების თაობაზე, სებ-ი განაცხადს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად განიხილავს", - უთხრეს BMG-ს ეროვნულ ბანკში.

27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია იმედი, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია პოსტტვსთან ერთად დაასანქცირა, საკუთარ ბანკს ქმნის.

"საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ჩვენ, "იმედის" ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით "იმედის ბანკი". აქ იმედია!", - ნათქვამი იყო იმედის განცხადებაში.

24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია იმედსა და POSTV-ს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის ფარგლებში სანქციები დაუწესა.

ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ორივე მაუწყებლის მიმართ ამოქმედდა აქტივების გაყინვა, დირექტორთა დისკვალიფიკაციის სანქცია და ტრასტთან დაკავშირებული მომსახურებების შეზღუდვა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განმარტებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იმედი და POSTV ავრცელებდნენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ უკრაინაში, რაც, ლონდონის შეფასებით, ხელს უწყობს უკრაინის დესტაბილიზაციას და საფრთხეს უქმნის მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics