2024-12-22 13:27:36, 2218 ნახვა
სპეციალური ანონსი
თბილისში დღეს რამდენიმე საპროტესტო მარში გაიმართება
დღეს, 22 დეკემბერს თბილისში რამდენიმე მარში გაიმართება.
უწყვეტი პროტესტის 25-ე დღეს ხალხი ქუჩაში დღის სხვადასხვა მონაკვეთსა და სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბება.
13:00 საათი - გაფიცვა;
14:00 საათი - ფრანკოფონების მარში;
14:00 საათი - ორბორბლიანების მარში;
16:00 საათი - ინგლისური ენის სპეციალისტების მარში;
18:00 საათი - კახელებისა და ქიზიყელების მარში;
18:00 საათი - ვეტერანთა მარში;
18:00 საათი - მარში „ანწუხელიძე“;
18:00 საათი - ERASMUS-ის პროგრამის მონაწილეების მარში;
19:00 საათი - ქართველი მემარჯვენე ლიბერალების მარში;
20:00 საათი - ლეჩხუმელების მარში.
თბილისში საერთო აქცია 19:00 საათზე, პარლამენტთან დაიწყება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,