23:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 16:15:20, 682 ნახვა

ეკონომიკა
თურქეთი საქართველოდან შესული ტვირთებისთვის დამატებით რეგულაციებს აღარ დააწესებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურსა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟოსა და ვაჭრობის საქმეთა მინისტრს ნურეთთინ ჯანიქლის შორის  სატელეფონო საუბარი შედგა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ნოდარ ხადურმა კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში მისი ვიზიტის დროს დაფიქსირებული პოზიციის გამო, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ორმხრივი პარტნიორობის გააქტიურებას ეხებოდა.

უწყების ცნობით, მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებისთვის 28-29 იანვარის შეხვედრის შედეგების მნიშვნელობას.
სამინისტროში აცხადებენ, რომ მინისტრების საუბარი შეეხო იმ ახალ რეგულაციებს, რომლის შემოღებასაც თურქეთის მხარე უცხოეთიდან, მათ შორის, საქართველოდან შესული ტვირთებისთვის გეგმავდა.  საუბრის შედეგად მიღებულ იქნა ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან მიმართებაში აღნიშნული რეგულაციები არ ამოქმედდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics