02:55 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-31 14:04:28, 3555 ნახვა

კულტურა
ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი ხვალ, ბავშვებს უმასპინძლებს

ხვალ, 10:00–დან 18:00 საათამდე, ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი ღია იქნება ყველა ბავშვისა და მოზარდისთვის.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთელი დღის მანძილზე, ბავშვებს საშუალება ექნებათ დაესწრონ და ჩაერთონ ხალხური თოჯინების შექმნისპროცესში, დაათვალიერონ გამოფენა „სახეები" და  სპეციალურად ამ დღისთვის გამოფენილი კარლო სულაკაურის თოჯინების პერსონაჟები  მულტფილმებიდან „ბომბორა“, „სალამურა“, „საზამთრო“ და სხვა. ბავშვები შეძლებენ გააფერადონ გამოფენაზე წარმოდგენილი პერსონაჟები და მათი  კოსტიუმები, მოხატონ ეზო და თავად შექმნან სასურველი გმირები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics