2026-02-26 12:11:37, 6911 ნახვა
კომენტარი
მათიკაშვილი: TV იმედი და POSTV თავისუფალ ხმას ავრცელებენ მსოფლიოში
TV იმედი და POSTV თავისუფალ ხმას ავრცელებენ მსოფლიოში - თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა.
რაც მეტად იქნება ზეწოლა თავისუფალ სიტყვაზე, მით მეტად იქნება ქართველი ხალხის თანადგომა და გვერდში დგომა TV იმედისა და POSTV-ის მიმართ. ეს არის ტელევიზიები, რომლებიც ერთადერთი, რითიც დაკავებულები არიან - თავისუფალ ხმას ავრცელებენ მსოფლიოში, მათ შორის, პირველ რიგში, ქართულ საზოგადოებაში. ამ დიდი მონაპოვარის დახშობასა და გაუქმებას ქართველი ხალხისთვის ვერავინ შეძლებს. - განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, 24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო სანქცირებულ ერთეულთა სიაში შეიყვანა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,