17:43 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-13 10:42:22, 6512 ნახვა

სამხედრო
ისრაელის და მოკავშირეების ავიაცია, ირანიდან გაშვებულ დრონებს და რაკეტებს ანადგურებენ

ებრაულმა ავიაციამ ისრაელის საზღვრებს გარეთ იმ ირანული დრონების განადგურება დაიწყო, რომლებიც ირანიდან ისრაელის მიმართულებით მიფრინავდნენ.

არსებული ინფორმაციით, ისრაელის ბორტებთან ერთად დრონებს ამერიკული, ბრიტანული და ყატარული გამანადგურებლებიც ანადგურებენ.

ისრაელური მედიის ინფორმაციით, გასულ ღამეს, ირანის თავზე საჰაერო ბრძოლებში, განადგურდა მინიმუმ 13 ერთეული ირანული გამანადგურებელი, რომლებიც ცდილობდნენ ისრაელის დარტყმების სერიაზე ხელის შეშლას.

რაც შეეხება ირანის საჰაერო თავდაცვას - ჯერ კიდევ გასული წლის 26 ოქტომბერს, ისრაელმა კომპლექსური ავიარეიდების შედეგად, ირანის საჰაერო თავდაცვის დიდი ნაწილი გაანადგურა, ასევე დღეს, ძირითადი იერიშების დაწყებამდე, წინსმსწრები რეიდები განხორციელდა დარჩენილ ირანულ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რამაც გამოიწვია ის, რომ ოპერაცია ზეწარამტებული გამოდგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics