01:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-24 13:35:05, 1022 ნახვა

მსოფლიო
სეპარატისტებმა დონეცკთან მდებარე სოფელი „წითელი პარტიზანი“ დაიკავეს

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ქვედანაყოფებმა, დონეცკთან მდებარე სოფელი „წითელი პარტიზანი“ აიღეს.

სეპარატისტების ქვედანაყოფებმა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სოფელი, რომელიც დონეცსკა და გორლოვკას შორის მდებარეობს, გუშინ ღამით დაიკავეს.

ოპერაციისას რამდენიმე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, დანარჩენებს კი, უკან დახევა მოუწიათ.

სეპარატისტების განცხადებით, დონეცკიდან ფრონტის ხაზის გაწევა ქალაქზე იერიშების შესაძლებლობას ამცირებს.

ცნობისთვის,  გუშინ, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თვითაღიარებულმა ხელმძღვანელმა ალექსანდრ ზახარჩენკომ განაცხადა, რომ სეპარატისტები დონეცკის ოლქის საზღვრამდე განახორციელებენ შეტევას და უკრაინულ მხარესთან მშვიდობიან მოლაპარაკებებს აღარ გამართავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics