2019-06-07 15:42:26, 3466 ნახვა
ევროპის ამბები
ჭიჭინაძე თურნავას: მაღაროელებმა ფეხზე მდგომელებმა ძაღლებივით არ უნდა ჭამონ, ეს საკითხი თუ მაინც დააყენეთ?!
„თქვენ თქვით, რომ სახელმწიფო ნაკლებად უნდა ჩაერთოს კერძო სტრუქტურების ურთიერთობაში და მე მაინტერესებს, რომ რამ გადაგაწყვეტინათ? იმან რომ ეს ხალხი უკვე კრიტიკულად ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და ქვეყნის მასშტაბით იძაბებოდა სიტუაცია, თუ თქვენ ჩათვალეთ, რომ მმართველი კომპანია იქნება ეს, სახელმწიფო კომპანია თუ კერძო მესაკუთრე სათანადოდ არ უსრულებდნენ იმ პირობებს რასაც ეს ადამიანები თხოულობდნენ“.
ამ შეკითხვით პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ნათია თურნავას მიმართა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან