13:22 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 16:39:09, 1078 ნახვა

სპორტი
გმირთა მოედანზე მოხალისეები მუშაობენ

გმირთა მოედანზე დილიდან მოხალისეები არიან შეკრებილები. 
ისინი,  მითითების მიხედვით, მიმდებარე ტერიტორიას ძლიერი წვიმის შედეგად ამოყრილი ქვებისგან ათავისუფლებენ.  
მათ  ნიჩბები დაურიგდათ და გზებს ტალახისგან წმენდენ. 
ცნობისთვის, წუხელ, ძლიერი წვიმის შედეგად, დედაქალაქის რამოდენიმე ქუჩა დაიტბორა. გმირთა მოედნიდან ე.წ. მშრალ ხიდამდე გზის საფარი დაზიანდა. მძიმე ვითარებაა ვაკისა და საბურთალოს რაიონებში, მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადიდებულმა მდინარე ვერემ ვაკე-საბურთალოს ახალი გზა სრულად დატბორა. დაიტბორა ასევე ზოოპარკის ტერიტორია, წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწვა მეწყერი. სტიქიის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, ათი ადამიანია დაღუპული. მათ შორის არიან მაშველები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics