2015-01-16 17:04:50, 520 ნახვა
პოლიტიკა
ბერუჩაშვილი: ნებისმიერი განცხადება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე კუთვნილებასთანაა დაკავშირებული, არალეგიტიმურია
ნებისმიერი განცხადება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე კუთვნილებასთანაა დაკავშირებული, არალეგიტიმურია,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა "ენგურჰესის" თაობაზე, რაულ ხაჯიმბას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
"ნებისმიერი განცხადება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე კუთვნილებასთანაა დაკავშირებული, არის არალეგიტიმური და არ ეფუძნება არანაირ სოლიდურ სამართლებრივ საფუძველს",-განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ "ენგურჰესის" ის ნაწილი, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზეა, აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან