13:28 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-06 06:32:23, 4259 ნახვა

High - Tech
დუბაიში ბურჯ-ხალიფაზე მაღალ შენობას ააშენებენ

დუბაი-კრიკ ჰარბორის ტერიტორიაზე მშენებარე ცათამბჯენი 2010 წლიდან მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობას ბურჯ-ხალიფას სიმაღლეში გაასწრებს.

"კოლოსალური გიგანტის" მშენებლობისთვის რეკორდულად მაღალი 72 მეტრიანი ბურჯები გახდა საჭირო, რაც თავისთავად მსოფლიო რეკორდია. ერთი ბურჯისთვის ჩასხმისთვის 45024კუბური მეტრი ბეტონია საჭირო. მშენებლობის დასრულების შემდეგ დუბაი-კრიკ ჰარბორი ბურჯ ხალიფას სიმაღლეში 98 მეტრით გაასწრებს.

ეს კოლოსალური შენობა დუბაიში ახალი რაიონის ცენტრად უნდა იქცეს, მის ირგვლივ სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები და საცხოვრებელი სახლები განთავსდება.

შენობის პროექტი ესპანელ არქიტექტორს სანტიაგო კალატრავეს ეკუთვნის. 

შენობის პროექტში სასტუმროს, მაღაზიების კომპლექსის და ბიზნეს-ცენტრების გარდა დაკიდული ბაღები და მოძრავი აივნებია გათვალისწინებული.

დუბაი - კრიკ ჰარბორის შიდა სამუშაოები 2020 წლის სექტემბრამდე დამთავრდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics