2015-01-14 13:44:11, 546 ნახვა
საზოგადოება
მერიამ უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით, ფონდ "ქართუსთან" კონსულტაციები გამართა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტექნოლოგიური უნივრესიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით, ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართა.
ამის შესახებ ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, უნივერსიტეტის ასაშენებლად რამდენიმე ტერიტორიას განიხილავენ.
„ამ საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაცია უკვე გვქონდა ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლებთან. არის რამდენიმე ტერიტორია, რომელიც შეიძლება მათ შევთავაზოთ. გააჩნია პროექტი რა მოცულობის იქნება და შესაბამისად, რა ტერიტორია დასჭირდება. კონსულტაციებს აუცილებლად გავაგრძელებთ, როდესაც პროექტი წარმოდგენილი იქნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან