2024-06-10 10:56:36, 968 ნახვა
სპეციალური ანონსი
წინანდალში აზიის, ევროპისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებისთვის ბიომრავალფეროვნების დაფინანსების შესახებ რეგიონული დიალოგის 10 წლის იუბილე აღინიშნება
11-13 ივნისს, 10:00 საათზე, წინანდალში, სასტუმროში Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel აზიის, ევროპისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებისთვის ბიომრავალფეროვნების დაფინანსების შესახებ რეგიონული დიალოგის 10 წლის იუბილე აღნიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გახსნის.
მათივე ინფორმაციით, კონფერენციას 70-ზე მეტი ბიომრავალფეროვნების ფინანსური ექსპერტი და 18 ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი დაესწრება.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),