21:09 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-25 10:15:13, 2111 ნახვა

სპეციალური ანონსი
28 აპრილს საქართველოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა ეწვევა

28 აპრილს საქართველოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა ეწვევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კატრინ კოლონა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან  მოლაპარაკებებს გამართავს.

"მინისტრი საქართველოს 28 აპრილსაც ეწვევა. რესპუბლიკის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან მოლაპარაკებების დროს იგი აღნიშნავს მის მხარდაჭერას კანონის უზენაესობის და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების სფეროში რეფორმებისადმი, რაც აუცილებელია გასაგრძელებლად. ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებას",- აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტამდე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 26-28 აპრილს ვიზიტით აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics