2015-08-26 11:27:33, 890 ნახვა
სხვადასხვა
29 აგვისტოდან საქართველოს მასშტაბით გამოიდარებს
„29 აგვისტოდან როგორც დასავლეთ ისე, აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს“,-ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა.
მისივე პროგნოზით, თვის ბოლოდან ჰაერის ტემპერატურა ისევ მოიმატებს და +34 გრადუსამდე მიაღწევს.
„29 აგვისტოდან მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. 29 აგვისტომდე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმა ელჭექით შენარჩუნდება. თვის ბოლოდან კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და +34 გრადუსს მიაღწევს. დღეს კი მთელ საქართველოში ნალექიანი და არამდგარი ამინდი იქნება“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ნინო წვერავამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან