2016-07-28 12:20:45, 964 ნახვა
კომენტარი
ჯეჯელავა: როდესაც რამე დარღვევაა, პროკურატურაში ყველა უნდა მივიდეს, პაპუაშვილიც და სხვა ნებისმიერიც
„როდესაც რამე დარღვევაა, პროკურატურაში ყველა უნდა მივიდეს, პაპუაშვილიც და სხვა ნებისმიერიც“,-ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„როდესაც დარღვევა ხდება, მთავარ პროკურატურაში ყველა უნდა მივიდეს - პაპუაშვილიც და ნებისმიერი მოქალაქე. როდესაც საქმე კონკრეტულ დარღვევასთან ეხება, ამ შემთხვევაში გამონაკლისი არც პაპუაშვილი და არც სხვა არავინ ცხადია არ არის“, - აღნიშნა ჯეჯელავამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან