14:28 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-03 11:31:04, 810 ნახვა

მსოფლიო
პოლონელ და ლატვიელ პოლიტიკოსებს ბორის ნემცოვის დაკრძალვაზე დასწრების საშუალება არ მისცეს

რუსეთმა  ბორის ნემცოვის დაკრძალვაზე პოლონეთის სენატის სპიკერს ბოგდან ბორუსევიჩს და ლატვიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ამჟამად ევროპარლამენტარ სანდრა კალიენტეს ბორის ნემცოვის დაკრძალვაზე დასწრების საშუალება არ მისცეს

სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, ბოგდან ბორუსევიჩს  ბორის ნემცოვის დაკრძალვაზე პოლონეთის დელეგაციისთვის უნდა ეხელმძღვანელა, ხოლო სანდრა კალიენტე ლატვიის მთავრობას  და ევროპულ სახალხო პარტიას წარმოადგენდა.

როგორც ბოგდან ბორუსევიჩმა აღნიშნა,  რუსეთის მსგავსი გადაწყვეტილებით ძალიან გაკვირვებულია.

„ვფიქრობ, რომ პოლონეთის და რუსეთის საზოგადოება აღნიშნული ფაქტიდან თავის დასკვნებს გამოიტანენ“,-განაცხადა  ბორუსევიჩმა.

ამასთან, პოლონეთში რუსეთის საელჩოს პრესსმდივანმა ვალერია პერჟინსკაიამ განმარტა, რომ ბოგდან ბორუსევიჩი რუსეთის წინააღმდეგ „ანტისანქციების“ ფარგლებში არსებულ,  იმ პირთა  სიაშია შეყვანილი, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიაზე შემოსვლა ეკრძალებათ.

რაც შეეხება ევროპარლამენტარ  სანდრა კალიენტეს, მას  რუსებმა  „შერემეტევას“ აეროპორტის დატოვების საშუალება არ მისცეს და  დიპლომატიური პასპორტი ჩამოართვეს.

ასევე ევროპარლამენტარი, იმ ადამიანთა სიაშია შეყვანილი, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების მიხედვით, ლატვია  რუსეთის მსგავსი ქმედებით აღშფოთებულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics