2015-02-04 14:35:24, 885 ნახვა
კომენტარი
უჩა ნანუაშვილი: წალკაში მცხოვრები აჭარლები ზამთარში არ უნდა გაასახლონ
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის შეფასებით, წალკაში მცხოვრებ აჭარელ ეკომიგრანტებს ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილი უნდა შესთავაზონ, თუმცა მათი გასახლება ზამთარში არ უნდა მოხდეს.
„ჩვენ ამ საკითხის მოგვარებაში ჩართულები ვართ, ეკომიგრანტებთან რამდენიმე შეხვედრა გვქონდა პრობლემები ნამდვილად არსებობს, თუმცა მთავრობამ უნდა მოახერხოს, რომ კონკრეტული გეგმა შეიმუშაოს რათა ამ ადამიანების პრობლემები გადაწყედეს. მე ვფიქრობ მათ ალტერნატივა უნდა შესთავაზონ, თუმცა ზამთრის პერიოდში მათი სახლებიდან გაშვება სწორი არ იქნება“,-აღნიშნა ნანუაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან