2015-01-03 10:38:48, 1056 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციაში გურიის სამხარეო მთავარი სამმართველო ჩაერთო
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას საქართველოს რეგიონებში მცხოვრები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად.
აქციის ფარგლებში, შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი მდინარაძე და სამმართველოს სხვა თანამშრომლები ჩოხატაურში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში 25 ოჯახს ესტუმრნენ. მათ ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრად სურსათი და ტკბილეულობა გადასცეს.
საქველმოქმედო აქცია, რომლის მიზანია ზამთრის პერიოდში, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების პროდუქტებით დახმარება, გრძელდება. სამინისტრო აქციის ფარგლებში სულ 1000-მდე ოჯახს ეხმარება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან