2015-06-14 16:39:09, 1139 ნახვა
სპორტი
გმირთა მოედანზე მოხალისეები მუშაობენ
გმირთა მოედანზე დილიდან მოხალისეები არიან შეკრებილები.
ისინი, მითითების მიხედვით, მიმდებარე ტერიტორიას ძლიერი წვიმის შედეგად ამოყრილი ქვებისგან ათავისუფლებენ.
მათ ნიჩბები დაურიგდათ და გზებს ტალახისგან წმენდენ.
ცნობისთვის, წუხელ, ძლიერი წვიმის შედეგად, დედაქალაქის რამოდენიმე ქუჩა დაიტბორა. გმირთა მოედნიდან ე.წ. მშრალ ხიდამდე გზის საფარი დაზიანდა. მძიმე ვითარებაა ვაკისა და საბურთალოს რაიონებში, მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადიდებულმა მდინარე ვერემ ვაკე-საბურთალოს ახალი გზა სრულად დატბორა. დაიტბორა ასევე ზოოპარკის ტერიტორია, წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწვა მეწყერი. სტიქიის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, ათი ადამიანია დაღუპული. მათ შორის არიან მაშველები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან