18:08 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-17 10:01:28, 763 ნახვა

სამართალი
ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის თვდაცვის სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს

შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ „გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი“-ს შიდა ქსელების სპეციალისტი, 1976 წელს დაბადებული იოსებ ნუცუბიძე და 1978 წელს დაბადებული მოქალაქე გოჩა ა. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა შემდგომი გასაღების მიზნით, სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით დაამზადეს ყალბი მართვის მოწმობა და მოქალაქეს 300 ევროდ მიჰყიდეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული პირები გარკვეული თანხის სანაცვლოდ, პერიოდულად ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ყალბ დოკუმენტებს.

"სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, მოქალაქეებისათვის დამზადებული 30 ცალი სხვადასხვა სახის ყალბი დოკუმენტი, მათ შორის, მართვის მოწმობები, საზღვარგარეთის პასპორტები, საბინადრო და სადაზღვევო მოწმობები ამოიღეს. ასევე ამოღებულია აღნიშნული ყალბი დოკუმენტების დასამზადებელი სპეციალური ტექნიკური მოწყობილობები", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ყალბი დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics