2015-01-15 18:08:59, 3873 ნახვა
კულტურა
„მანდარინები“ ოსკარზე წარსადგენ ნომინანტებს შორის დასახელდა
ზაზა ურუშაძის ქართულ–ესტონური ფილმი „მანდარინები“ ოსკარზე წარსადგენ ნომინანტებს შორის დასახელდა.
ოსკარის დაჯილდოვების 87–ე ცერემონია 22 თებერვალს ჰოლივუდში, დოლბის თეატრში გაიმართება.
„მანდარინები“ უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში ესტონეთის სახელით არის წარდგენილი.
ცნობისთვის, ფილმის სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე მიმდინარეობს, თუმცა მასში ომის სცენები არ არის ასახული. ფილმი აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელებზე მოგვითხრობს. ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ იქ მცხოვრები ესტონელები გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე აფხაზეთში თავისი სურვილით დარჩა. ფილმში ერთ-ერთი ესტონელის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი ჯარისკაცების ურთიერთობაა აღწერილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან