2015-01-13 17:26:02, 673 ნახვა
პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“ მთავარ პროკურატურასთან ხვალ გამაფრთხილებელ აქციას გამართავს
„პატრიოტთა ალიანსი“ ხვალ,16:00 საათზე მთავარ პროკურატურასთან გამაფრთხილებელ აქციას გამართავს.
როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა “ექსპრესნიუსს“ განუცხადა, მათი მოთხოვნაა, საქართველოს მუზეუმებსა და საცავებში არსებულ ვითარებაზე გამოძიება დაიწყოს და დამნაშავეები გამოვლინდნენ.
„ჩვენი მოთხოვნაა, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება, რა ხდება საქართველოს მუზეუმებსა და საცავეებში. გამოვლინდნენ დამნაშავეები. მთავარი პროკურორის სახელზე განცხადებას და ვრცელ დოკუმენტურ (აუდიო–ვიდეო) მასალას შევიტანთ. ველოდებით ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს ეროვნულ საგანძურზე გული სტკივა“, – აღნიშნა ინაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან