14:37 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 16:44:37, 1073 ნახვა

სპორტი
ქუმსიშვილი: გატარებული რეფორმების შედეგად შესაძლებელია პატიმარმა ღირსეულად მოიხადოს სასჯელი, შემდეგ კი მოხდეს მისი რესოციალიზაცია

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში განხორციელებული რეფორმების ანგარიშს დაესწრო, რომელიც მინისტრმა კახი კახიშვილმა წარადგინა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

ღონისძიებაზე მოწვეულ საზოგადოებას დიმიტრი ქუმსიშვილმა სიტყვით მიმართა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და კახი კახიშვილს წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ქუმსიშვილმა  დადებითად შეაფასა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიღწევები და ასევე ხაზგასმით აღნიშნა ყოფილი მინისტრების - სოზარ სუბარისა და გიორგი მღებრიშვილის ღვაწლი სისტემის ჩამოყალიბებაში. 

”ჩემთვის დიდი პატივია, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მოგილოცოთ პროფესიული დღე. ნამდვილად, ყველაზე დიდი მონაპოვარი არის ის, რომ დღეს თქვენ საამაყო ადამიანები ბრძანდებით. როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ძალიან ბევრ თქვენს თანამშრომელს მაშინ ჰქონდა დაღი და ეს დაღი არ იყო კარგი, თუმცა დღეს თქვენ ღირსეულად ემსახურებით თქვენს ქვეყანას, ემსახურებით იმას, რომ პატიმარმა ღირსეულად მოიხადოს სასჯელი და შემდეგ მოხდეს მისი რესოციალიზაცია“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით,  ქვეყნის განვითარებისთვის სტაბილურობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი და ამ ფაქტორში ერთ-ერთიმნიშვნელოვანია დაბალი კრიმინალი.

„ყველამ ვიცით, რომ სამწუხაროდ, მსჯავრდებულები ხშირად სჩადიან დანაშაულს ხელმეორედ, რაც არ უწყობს ხელს კრიმინალური მდგომარეობის გამოსწორებას.თუმცა, ის პროგრამები, რომლებიც დაინერგა სამინისტროში,  არის საწინდარი, რომ მსჯავრდებული ადამიანები გათავისუფლების შემდეგ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად დაბრუნდებიან, ისინი შეძლებენ შექმნან დამატებითი ღირებულება ქვეყნისთვის და საკუთარი ოჯახებისთვის. ამისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ”-აღნიშნა ქუმსიშვილმა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics