02:41 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 11:37:00, 736 ნახვა

ეკონომიკა
სავალუტო ჯიხურების ნაწილმა დოლარის გაყიდვა შეწყვიტა

ლარის რეკორდული გაუფასურების გამო, სავალუტო ჯიხურების ნაწილმა დოლარის გაყიდვა შეწყვიტა.

დღეის მდგომარეობით სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის შეძენა 2.40 – 2.42 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.

რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, 1 დოლარის ღირებულება  2.30- 2.35 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარის შეძენა  2.26 ლარად არის შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში  0.0648  ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, ლარი ევროსთან მიმართებაშიც უფასურდება. 1 ევროს ღირებულება 2.55 ლარს შეადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics