21:20 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 16:52:18, 930 ნახვა

კომენტარი
ხიდაშელი: როდესაც სამხედრო მოსამსახურე არის ბრძოლის ველზე, უნდა იცოდეს, რომ მისი ოჯახი არის დაცული

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20:30-ში სტუმრობისას ARMY CARD-ის პროექტის შესახებ ისაუბრა.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ეს პროექტი სხვადასხვა ბიზნესკომპანიების მხრიდან ქართული შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას გულისხმობს და მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივას უკვე 25 კომპანია გამოეხმაურა.

„მომავალი კვირიდან დავიწყებთ ამ კომპანიების დასახელებას და დახმარებისთვის მადლობის თქმას. ეს არის, მაგალითად, სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ქსელში ფასდაკლებები, ეს არის ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში მხარდაჭერა. მთავარი ამოცანა ამ პროექტის არის ის რომ, როდესაც სამხედრო მოსამსახურე არის ქვეყნის სამსახურში, როდესაც ის არის ბრძოლის ველზე, უნდა იცოდეს, რომ მისი ოჯახი არის დაცული. ამას მხოლოდ სახელმწიფო, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ გააკეთებს ისეთი ტიპის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ახლო წარსულსა და აწმყოს შორის ის განსხვავებაა, რომ ბიზნესმენები პროექტში საკუთარი ინიციატივით ერთვებიან და სამთავრობო უწყებები მათ თანამშრომლობას არ აიძულებენ.

„მე პირადად, როგორც თავდაცვის მინისტრს, პრაქტიკულად არცერთ ბიზნესმენთან ამ თემაზე საუბარი არ მქონია, ზუსტად იმ მძიმე გამოცდილებით, რომ თეორიულადაც კი არავის გასჩენოდა რამე ვალდებულების გრძნობა. ეს ვალდებულება ადამიანს ან აქვს, ან - არა. ამას ვერ გაუჩენ, ამას ვერავის დააძალებ. პირველივე დაძახილზე ჩვენ მივიღეთ საკმაოდ საინტერესო შემოთავაზებები, მომავალი კვირიდან ჩვენ ყველა მათგანს მადლობას გადავუხდით და მათ შესახებ საზოგადოებას ვაცნობებთ“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics