14:28 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-06 11:07:45, 5087 ნახვა

სამართალი
ხაშურში „ელიტ-ელექტრონიქსი“-ს მაღაზიიდან 10 ლეპტოპი მოიპარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,  2002 წელს დაბადებული მ.პ. და წარსულში ნასამართლევი, ასევე 2002 წელს დაბადებული მ.ა. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყებსი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ხაშურში მდებარე „ელიტ-ელექტრონიქსი“-ს მაღაზიაში გვიან ღამით უკანონოდ შეაღწიეს, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 10 ლეპტოპს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა მალევე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა და ბრალდებულების სახით დააკავეს.

პოლიციამ მათ საცხოვრებელ სახლებსა და დამხმარე სათავსოებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ლეპტოპები ნივთმტკიცების სახით სრულად ამოიღო.  

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics