20:45 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-09 12:02:57, 3007 ნახვა

სპორტი
რას წერს ფრანგული პრესა კანში ხვიჩა კვარაცხელიას ზურიკო დავითაშვილის სახლის გაქურდვაზე?

საფრანგეთის ქალაქ კანში, ქართული ფეხბურთის ორი ვარსკვლავის, პსჟ-ს თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიასა და სენტ-ეტიენის ფეხბურთელის ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს. ამის შესახებ ფრანგული პრესა წერს.

მათი ცნობით, კვარაცხელია და დავითაშვილი კანში ოჯახებთან ერთად ყოფნის დროს ქურდობის მსხვერპლნი გახდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ფეხბურთელები ოჯახებთან ერთად ლაჟვარდოვან სანაპიროზე ისვენებდნენ.

ქურდები მათ სახლში შეიჭრნენ და რამდენიმე ძვირფასი ნივთი მოიპარეს, მათ შორის სამკაულები, საათები და ძვირფასი ჩანთები. მომხდარის შესახებ საფრანგეთის ხელისუფლებას ოფიციალური დეტალები ჯერ არ გაუვრცელებია. ფრანგული გამოცემა წერს, რომ ქართველი ფეხბურთელები ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათ ინციდენტის შესახებ საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics