21:01 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-01 09:24:50, 3089 ნახვა

რეგიონი
30 წლის შემდეგ, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ფრენები დღეიდან განახლდება
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

დღეიდან, 1 მაისიდან რუსეთი რეგულარულ სამგზავრო ავიამომოსვლას იწყებს მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან, სოხუმის აეროპორტში, რომელსაც საერთაშორისო კოდი აღარ გააჩნია.

მოსკოვი-სოხუმის პირველ რეისს ვნუკოვოს აეროპორტიდან შეასრულებს ავიაკომპანია UVT aero, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუსულ ავიაკომპანიებს შორისაა.

ვნუკოვოს აეროპორტის საიტზე გამოქვენებული განრიგის მიხედვით, თვითმფრინავი სოხუმისკენ მოსკოვის დროით 14:30 საათზე გაემგზავრება, დღესვე რეისს შეასრულებს სოხუმიდანაც და ვნუკოვოს აეროპორტში 23:00 საათზე დაეშვება. რეისს 50-ადგილიანი თვითმფრინავი Bombardier CRJ-200 შეასრულებს.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს თანახმად, 6 მაისიდან ავიაკომპანია „იკარი“ კვირაში ერთხელ შეასრულებს რეისებს ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმში. ეს რუსული ავიაკომპანიაც ევროკავშირის მიერაა სანქცირებული. ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 3 ივნისს „იკარმა“ სოხუმში რეისი შესაძლოა, ქალაქ უფიდანაც შეასრულოს, ხოლო ავიაკომპანია „სევერნი ვეტერმა“ 4 ივნისს - ყაზანიდან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics