2020-10-18 20:04:32, 1344 ნახვა
ნიკა მელია - ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება მათ საწინააღმდეგოდ იმუშავებს
„ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება მათ საწინააღმდეგო იმუშავებს“ , - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ "ექსპრესნიუს" განუცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არჩევნების გადადება არაფერში აწყობთ და ნებისმიერი დღე ხელისუფლებაში მათთვის არის კატასტროფა.
„ხელისუფლებას არჩევნების გადადება არაფერში არ აწყობს, ნებისმიერი დღე ხელისუფლებაში ყოფნისა ივანიშვილის გუნდითვის არის კატასტროფა.
უნდა ვიყოთ ფრთხილად, დავიცვათ მაქსიმალურად უსაფრთხოების ზომები, შევეგუოთ ვირუსთან ერთად ცხოვრებას და ისე დავამარცხოთ 31 ოქტომბერს.
ნებისმიერი რამ რასაც ხელისუფლება მოიმოქმედებს მის საწინააღმდეგოთ იმუშავებს“ , - განაცხადა ნიკა მელიამ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),