03:52 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 00:39:28, 769 ნახვა

Lifestyle
პრემიერმა დავით ნარმანიას დაავალა, ტაქსის მძღოლი, რომელიც მოხალისეებს უფასოდ ემსახურება, დაასაქმონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომა დღეს 24 წლის გიორგი ლომიძეზე საუბრით დაიწყო, რომელიც ორი წელია, ტაქსის მძღოლად მუშაობს, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში მგზავრებს უფასოდ ემსახურება.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ის არის გამორჩეული ახალგაზრდა, რომელსაც დაფასება სჭირდება.
„ვფიქრობ, ეს 24 წლის ახალგაზრდა უკვე გამორჩეული ადამიანია. ჩვენ უნდა ვეძიოთ ასეთი ადამიანები, გამოვარჩიოთ საზოგადოებისგან. ვფიქრობ, ამ ახალგაზრდა კაცს, სტიქიის დასრულებისთანავე, თქვენ სამსახურიც უნდა მოუძებნოთ“, - მიმართა პრემიერმა თბილისის მერს.

ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ის გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც ამ დღეების განმავლობაში საზოგადოებას თავი გმირობით დაამახსოვრეს, უნდა იყვნენ წარდგენილნი შესაბამის ჯილდოზე.
პრემიერ-მინისტრის სურვილია, პირადად შეხვდეს ამ ადამიანებს და მათ მთავრობის და მთელი ქვეყნის სახელით მადლობა გადაუხადოს.

„ეს არის უპრეცედენტო სოლიდარობა ჩვენი საზოგადოების მხრიდან და მინდა, კიდევ ერთხელ მადლიერებით აღვნიშნო მათი აქტიურობა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics