2017-02-02 15:26:57, 1956 ნახვა
კომენტარი Lifestyle
პრემიერი: გილოცავთ! - მადლობა ევროპარლამენტს უვიზოდ მიმოსვლის უფლების მინიჭებისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპარლამენტს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, ეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა.
„გილოცავთ! ეს ნამდვილად ისტორიული დღეა! მადლობა ევროპარლამენტს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის უფლების მინიჭებისთვის!", - წერს პრემიერი.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მხარი დაუჭირა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან