13:07 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 13:04:22, 601 ნახვა

რეგიონი
აჭარის დელეგაციის ვიზიტი ნიკოლაევში გრძელდება

აჭარის მთავრობის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში, კერძოდ ნიკოლაევის ოლქში გრძელდება.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს ბიზნეს-ფორუმი „ნიკოლაევი-ბათუმი" გაიმართა, სადაც აჭარის რეგიონის საინვესტიციო-ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გაკეთდა. რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და გამოწვევებზე მასპინძელი მხარის შეკითხვებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ პირადად უპასუხა. ანალოგიური პრეზენტაცია უკრაინული მხარის მიერაც იქნა წარმოდგენილი.

გარდა ამისა, დღეს დილით, დელეგაციის წევრებმა ჩერნობილის ტრაგედიიდან 30 წლისთავის აღნიშვნის ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა. ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის ლიკვიდატორთა გმირობის პარკში" გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის დელეგაციამ მოინახულა საზღვაო პორტების ადმინისტრაციის ნიკოლაევის ფილიალი „დელტა-ლოცმანი". დღესვე, ნიკოლაევისა და ბათუმის საზღვაო პორტებს შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი.

დღის მეორე ნახევარში, ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში, უკრაინელი და ქართველი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების В2В შეხვედრა გაიმართება, რომლის დროსაც ბიზნესმენები ერთმანეთს კონკრეტულ შეთავაზებებს გააცნობენ.

მოგვიანებით დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები და ნიკოლაევის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მონახულება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics