2015-02-16 16:43:11, 789 ნახვა
მსოფლიო
ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში 5 უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა, ხოლო 25 დაიჭრა
ანტიტერორისტული ოპერაციის ზონა „ბოევიკებმა“ გასულ დღე-ღამის განმავლობაში 129-ჯერ დაბომბეს, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა.
„ლიგა ნეტის“ ინფორმაციით, სროლის შედეგად აღმოსავლეთ უკრაინაში 5 უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა, ხოლო 25 დაიჭრა.
ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის პრესსპიკერი ანდრეი ლისენკოს განცხადებით, პრორუსი „ბოევიკები“ უკრაინულ არმიაზე შეტევას ცდილობდნენ, რათა მათ პოზიციები დაეთმოთ, თუმცა უკრაინელი მებრძოლები დებალცევოს არ დათმობენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან