22:55 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-10 16:50:26, 574 ნახვა

სპეციალური ანონსი
„ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება“ - საქართველოს პრეზიდენტი 13 სექტემბერს ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯილდოებს

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 13 სექტემბერს, 19:00 საათზე ათონელის ქუჩის მიმდებარედ, ორბელიანების სასახლის წინ გაიმართება სახალხო ზეიმი, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს ჯილდოებს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. 

"ჩვენ ვეპატიჟებით ყველას და იმედი გვაქვს, რომ მოვა ბევრი ხალხი, სადაც მოსულ საზოგადოებას ექნება საშუალება, რომ მიულოცოს ოლიმპიელებს გამარჯვება, იზეიმოს მათთან ერთად, გადაიღონ ფოტოები, ნახონ მათი კუმირები.

ღონისძიებას ექნება მუსიკალური ნაწილიც. დაჯილდოების შემდეგ იქნება ლელა წურწუმიას და "ჩვენი ბენდის" სოლოკონცერტი. ამით დასრულდება ეს ღონისძიება.

და კიდევ ერთხელ, ვეპატიჟებით ყველას 13 სექტემბერს, საღამოს 7:00 სთ-ზე - ერთად ვიზეიმოთ ჩვენი გამარჯვება",- აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვლადიმერ ონოფრიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics