2015-02-05 17:42:07, 802 ნახვა
მსოფლიო
აშშ უკრაინას დამატებით 16.4 მლნ დოლარს გამოუყოფს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი კიევს ესტუმრა. მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაფართოება იყო.
კიევში ვიზიტის დროს, ჯონ ქერი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა. ის ასევე, უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენუკსაც შეხვდება.
ჯონ ქერი უკრაინის პრეზიდენტს დაპირდა, რომ აშშ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით, დამატებით 16.4 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან