23:27 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-21 20:18:31, 5984 ნახვა

Lifestyle
მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა დასახელდა

ფინეთი უკვე მესამე წელია მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნის ტიტულს ფლობს.

ქვეყნებს ბედნიერების ინდექსს "გაერო" რიგი პროცედურების გავლის და გამოკითხვების შედეგების შეჯამების შემდეგ ანიჭებს. საბოლოო გადაწყვეტილება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. კვლევის შედეგებს "გაერო" ყოველი წლის 20 მარტამდე-ბედრიერების საერთაშორისო დღის აღნიშვნამდე ასაჯაროვებს.
2020 წელს "გაერომ" სტანდარტულ კრიტერიუმებთან ერთად , კორონავირუსულ ინფექციასთან ეფექტური ბრძოლის ფაქტორიც გაითვალისწინა , და აქაც ფინეთმა ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა. ფინეთმა აგრეთვე საკუთარ მოსახლეობაში ქვეყნისადმი ნდობის უმაღლესი შეფასება მიიღო.
ფინეთი სხვა ქვეყნებთან შედარებით, სოც.სისტემების გამართული მუშაობის, სიცოცხლის ხანგრძლივობის, კორუფციასთან ეფექტური ბრძოლის და სიტყვის თავისუფლების მხრივ  მესამე წელია ლიდერობს . მეორე ადგილს დანია, მესამეს შვეიცარია, მეოთხეს ისლანდია და მეხუთეს ნორვეგია იკავებენ. მეცხრე ადგილზეა ლუქსემბურგი.

რუსეთმა 73-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველო 117-ე ადგილზეა. ჩვენ სომხეთიც (116-ე ადგილი) და აზერბაიჯანიც (89-ე ადგილი) გვისწრებენ.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics